Saturday, April 2, 2011

vegetables - ბოსტნეული

ბოსტნეული - овощи -Vegetables

03. 04.2011
1. პროექტის სახელი: ბოსტნეული - овощи - vegetables
2. პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები იკვლევენ ბოსტნეულის დასახელებებს ქართულ, რუსულ  და ინგლისურ ენებზე, მათს დანიშნულებასა და გამოყენებას.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოსა და იმ ქვეყნების სახელწოდებებს, სადაც მოჰყავთ ბოსტნეული, იკვლევენ  საქართველოში მათი კულტურების შემოტანის ისტორიას.  მოიძიებენ ინფორმაციას  მათი დასახელებების შესახებ  ქართულ, რუსულ  და ინგლისურ ენებზე. გაავლებენ პარალელს ბოსტნეულის ფერებს,ფორმას  და მათი გამოყენების არეალს შორის ქართულ, რუსულ  და ინგლისურ ენებზე, დახატავენ ბოსტნეულსა და მოაწყობენ გამოფენას, მიიღებენ ცოდნას, როგორ მოჰყავთ ბოსტნეული, რა ცვლილებას განიცდის  ბოსტნეული საკვებ პროდუქტად გადაქცევამდე (დაჭრა, გაფცქვნა,მოხარშვა,შეწვა,  და აშ. ).

   მოიტანენ ბოსტნეულს და მოამზადებენ მარტივ საჭმელს მისგან, გამოიკვლევენ ბოსტნეულისაგან მომზადებული საჭმელების დასახელებებს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 9 - 11 წ./ მე-3 - მე-4 კლ.
5. ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ბოსტნეულის კულტურების შესახებ, მიიღებენ ინფორმაციას მისი გამოყენების მრავალფეროვნებაზე, უკეთ გაიცნობენ ქვეყნების დასახელებებს და მათს ადგილმდებარეობას.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შექმნიან ფოტოალბომს,მოაწყობენ ნახატების გამოფენას, მოამზადებენ მარტივ საჭმელს ბოსტნეულისაგან, მოაწყობენ პრეზენტაციებს.
8. სარგებელი სხვებისთვის: თავისი მომზადებული ბოსტნეულის საჭმელებით გაუმასპინძლდებიან სიღარიბის საარსებო შემწეობის მიმღებ თანატოლებსა და ერთმანეთს.
9. სამუშაო ენა: ქართული, რუსული, ინგლისური.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  ქართული, რუსული, ინგლისური,ისტორია, ხელოვნება, ხატვა.
კვლევა-ძიების უნარის განვითარება, ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, ისტ-ის საშუალებების გამოყენება.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
თეთრიწყაროს № 1 საჯარო სკოლა;
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი:
  ირმა მჭედლიძე- თეთრიწყაროს №2 საჯარო ( რუსულ-ქართული) სკოლის ინგლისური ენის   პედაგოგი
  ირინა მელაძე-თეთრიწყაროს №2 საჯარო (რუსულ- ქართული) სკოლის ქართული ენის პედაგოგი

  აიდა გულიზაროვა-კარამიანი -  თეთრიწყაროს №2 საჯარო ( რუსულ- ქართული) სკოლის რუსული ენის პედაგოგი

13. პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: mchedlidze irma @ gmail.com

15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: www.dachalioni.blogspot.com